ეკონომიკა

სომხეთში მინიმალური ანაზღაურება გაიზრდება 13,000 დრამი

დღეს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო  ”მინიმალური ყოველთვიური ხელფასის შესახებ” სომხეთის კანონით გათვალისწინებული დებულება, რომლის თანახმად, მომავალი წლის 1 იანვრიდან სომხეთში მინიმალური ანაზღაურება გაიზრდება 13,000 დრამით, 55,000 დრამის ნაცვლად ის განისაზღვრება 68,000 დრამდე.

„რადიოლურის“  ცნობით, კანონპროექტი შეადგინა  პარლამენტის ნაციონალური მოძრაობის “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის დეპუტატებმა ვარაზდატ კარაპეტიანმა, ბაბკენ თუნიანმა და ნარეკ ზეინალიანმა.

ოფიციალური მონაცემებით, მინიმალური ხელფასის ცვლილება გავლენას მოახდენს  58,000 საჯარო და 130,000 კერძო მუშაკზე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close