ეკონომიკამთავარი

პრემიერ მინისტრმა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების საკითხები

პრემიერ მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა მიიღო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კუნიო მიკურია. იგი მონაწილეობს რეგიონალურ კონფერენციაში თემაზე  “ციფრული გადაწყვეტილებები საზღვართშორის ა თანამშრომლობისა და ვაჭრობის ხელშესაწყობად”, რომელიც სომხეთში ტარდება.

პრემიერ მინისტრის აპარატის ცნობით, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობასა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის ეფექტური თანამშრომლობა ხელს უწყობს სომხეთში საბაჟო რეფორმების განვითარებას, სომხეთის საბაჟო სამსახურის ეფექტურობას და საბაჟო სექტორში შესაძლებლობების გაძლიერებას. პრემიერ მინისტრის განცხადებით, სომხეთის მთავრობა ახორციელებს საბაჟო სფეროში სერიოზულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია არსებითი ცვლილებებისა და ხელსაყრელი ბიზნეს -გარემოს შექმნისაკენ.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთის მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით. კუნო მიკურიას თქმით, როგორც IT- ს სფეროში სერიოზული პოტენციალის მქონე ქვეყანა, სომხეთის ტექნოლოგიური წარმატება შეიძლება მაგალისთის მიმცემი გახდეს ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.

მხარეებმა განიხილეს საგადასახადო და საბაჟო რეფორმებთან თანამშრომლობის საკითხები, “ერთი ფანჯრის” პრინციპის უწყვეტი განხორციელებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასტან დაკავშირებული საკითხები.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის  ინფორმაციული ტექნოლოგიების 2020-2021 წლეების ფორუმის სომხეთში  ჩატარების ირგვლივ.

ნახეთ მეტი
Back to top button