მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლე ანა  ჰაკობიანთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იტალიასეწვევა.

ვიზიტი ვენეციიდან  დაიწყება.  ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა  ვენეციიაში  წმინდა ლაზარეს კუნძულზე მდებარე  მხითარიანელთა  სათვისტომოს,  რის შემდეგაც  გაემგზავრება მილანში. მილანის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში  გაიმართება სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან.  ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა მილანის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტს, ISPI ტვინის ცენტრს, სადაც ის შეხვდება მილანის მერს ჯუზეპე სალას და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში სახელწოდებით “დიალოგი მომავლის შესახებ”. მილანში ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება ლომბარდიის მთავრობისა  და იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, სადაც  მონაწილეობას მიიღებს სომხეთ-იტალიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმში.

მილანიდან სომხეთის პრემიერ მინისტრი გაემგზავრება რომში, სადაც შეხვდება იტალიის მაღალჩინოსნებს. ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება იტალიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჯუზეპე კონტეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრები  გააკეთებენ  განცხადებებს მედიისათვის.

რომში გათვალისწინებულია  პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის  ვიზიტი ს წმინდა ნიკოლოზის სომხურ ეკლესიაში  და ლევონიანთა  სემინარიაში.  

ნახეთ მეტი
Back to top button