„გასაღები ხალხს” – ოპოზიციამ საქართველოს გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადო

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ხელისუფლება ამ ინსტიტუტის ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულეს
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიციამ განაგრძო სახელმწიფო სტრუქტურებისა კარებსა და ცალკეულ კაბინეტებზე ბოქლომის დადების ტრადიცია – ამჯერად რიგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაზე მიდგა.
უფრო ადრე ბოქლომები პარლამენტის ჭიშკრებს დაადეს. ორშაბათს საქმე იქამდე მივიდა, რომ აქციის მონაწილეების, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელები დაბლოკეს, დაშლა სპეცრაზმს მოუწია.
„პროკურატურას „ქართულმა ოცნებამ” დაადო ბოქლომი და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პროკურატურასთან.
პროკურატურასთან შეკრებილებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი, შემდეგ უკვე შენობის ეზოს ჭიშკარს ჯაჭვი და ბოქლომი დაადეს.
„გასაღები ხალხს”, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა აქციაზე.
მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, აღნიშნა მან.