მთავარიპოლიტიკა

დოჰაში სომხეთის პრეზიდენტი მონაწილეობას ღებულობს ინოვაციური განათლების მე -10 მსოფლიო სამიტში

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ყატარის რესპუბლიკაშია, მონაწილეობს  ინოვაციური განათლების მე -10 მსოფლიო სამიტში (WISE2019) დოჰაში, სადაც ის  სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია  ავრცელებს.

მსოფლიო ინოვაციების სამიტი საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის მიზანია განათლების გარდაქმნა  ინოვაციის გზით, განათლების სფეროში  ახალი მიდგომების გაღრმავება და მსოფლიო მასშტაბით გადაუდებელი საგანმანათლებლო გამოწვევების მოგვარების ახალი გზების შესწავლა. ეს არის საერთაშორისო მრავალპროფილიანი პლატფორმა შემოქმედებითი აზროვნების, დისკუსიისა და მიზნობრივი მოქმედებისთვის.

სამიტი   კატარის ფონდის ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც ფონდის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი შეიხ მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნადი აფინანსებს  2009 წლიდან. სამიტის ყოფილ სპიკერებში შედიოდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჯულია გილარდი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.

წლევანდელ სამიტს ესწრება 100-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის დაახლოებით 3000 წარმომადგენელი, მეცნიერები, ექსპერტები, მკვლევარები.

ნახეთ მეტი
Back to top button