ეკონომიკა

სომხეთის პრეზიდენტმა ყატარის საინვესტიციო ფონდთან განიხილა თანამშრომლობის პერსპექტივები

ოფიციალური ვიზიტით ყატარში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, დოჰაში შეხვდა ყატარის საინვესტიციო   ორგანოს, ინვესტიციების ხაზით ხელმძღვანელს აჰმედ ალი ალ ჰამადს და რეგიონალურ ოფიცერს ფაისალ თანი ალ თანის.

როგორც იუწყებიან სრ პრეზიდენტის აპარატიდან, მხარეებმა განიხილეს სომხეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები, საინვესტიციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები, ასევე სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდსა და ყატარის საინვესტიციო ორგანოს შორის ეფექტური თანამშრომლობის დამყარება.

როგორც სომხეთთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები აღინიშნა ენერგეტიკის, სურსათის უვნებლობის, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურები. ორ სტრუქტურას – სომხეთის სახელმწიფო ინტერესის ფონდსა და ყატარის საინვესტიციო ორგანოს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება საჭირო ინფორმაციის გაცვლის და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვების გაგრძელების შესახებ.

ყატარის საინვესტიციო ორგანო არის ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ინვესტიციის ძირითადი სფეროებია უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და სხვა სექტორები.

ნახეთ მეტი
Back to top button