ეკონომიკამთავარი

ტიგრან ავინინი საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის დელეგაციის წევრებს შეხვდა

19 ნოემბერს სომხეთის ვიცე-პრემიერმა  ტიგრან ავინიანმა მიიღო დელეგაცია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რონალდ ლეჰმანის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს  ვიცე-პრემიერ მინისტრის აპარატი.

ტიგრან ავინიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  ISTC– ს საქმიანობასა და სომხური კვლევითი ორგანიზაციების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

რონალდ ლეჰმანმა ხაზი გაუსვა  სომეხ მეცნიერთა ღვაწლს და აქტიურ  მუშაობას  ISTC– ს ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან შემდგომი თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, წყლის რესურსების მართვის, სეისმოლოგიისა და სხვა სფეროებში.

ტიგრან ავინიანმა წარმოადგინა მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმები განათლებისა და მეცნიერების სფეროში. მისივე თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია და რეფორმების ერთ-ერთი შედეგი იქნება, რომ მეცნიერება ახალგაზრდებისათვის გახდება მიმზიდველი და  შეიქმნება სათანადო პირობები მეცნიერების განვითარებისათვის.   ტიგრან ავინიანმა ასევე აღნიშნა, რომ   მთავრობას გადაწ

ნახეთ მეტი
Back to top button