პოლიტიკა

ევროკავშირთან შეთანხმება სომხეთში დემოკრატიის უფრო მეტად გაძლიერების ურთიერთგაგების დღის წესრიგია – ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატია ეროვნული ღირებულებაა სომეხი ხალხისთვის. “არმენპრეს”-ის უწყებით, ამის შესახებ აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა მილანის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესშია, მაგრამ ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რაც სომხეთში დემოკრატიის უფრო მეტად გასაძლიერებლად ურთიერთგაგების დღის წესრიგია. ”ძალზე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დემოკრატია არსებობს ჩვენი ხალხის გონებაში, რომ დემოკრატია არის ჩვენი ეროვნული ღირებულება. ეს ნაჩვენები იქნა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი ფეხზე დადგა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სომხეთში რეალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button