პოლიტიკა

მოქალაქეთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებს

,,ინტერპრესნიუს”-ის ინფორმაციით, „შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისამართლებრივი დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და დაუბრუნდეს იგი თავის სამშობლოს“, – ამ მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პეტიციის ავტორებმა შესაბამისი პეტიცია პარლამენტის წინ განათავსეს და მასზე ამ დროისთვის რამდენიმე პირი აწერს ხელს.

პეტიციის ავტორების განცხადებით, ხელმოწერებს ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button