პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი მილანის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტში შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებს

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში გრძელდება.

სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია  მილანის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტს, ISPI ტვინის ცენტრს და სიტყვით გამოვიდა განხილვებზე თემით “დიალოგი მომავლის შესახებ”.

შეეხო რა რეგიონალურ საკითხებს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: ”თქვენ იცით, რომ სომხეთი იმყოფება არასტაბილურ რეგიონში, რომელსაც აქვს მრავალი უსაფრთხოების რისკი და გამოწვევა.

სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ არსებობს მოუგვარებელი კონფლიქტები, რაც იწვევს მუდმივ დაძაბულობას, შეიარაღებისკენ რბოლას და სიძულვილის პოლიტიკას.

ბერლინის კედლის დაცემიდან ოცდაათი წლის შემდეგ, სომხეთის ოთხი საზღვარიდან ორი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თითქმის სამი ათეული წელია დახურულია.

სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე უარის თქმისა და სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანისთვის მჭიდრო მხარდაჭერის გამო, თურქეთი კვლავ რჩება უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის, რომლებიც ოსმალეთის იმპერიაში დაექვემდებარდნენ XX საუკუნის პირველ გენოციდს  და დღესაც ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მკაცრი უარყოფის მოწმეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორ მეგობარ საქართველოსა და ირანთან ჩვენი ორი საზღვარი ღიაა, ეკონომიკური ეფექტურობის თვალსაზრისით ისინი მხოლოდ ნახევრად გახსნილად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენი სხვა ორი მეზობლის მხრიდან საგარეო პოლიტიკური გამოწვევები ზღუდავს ჩვენი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალს და ხელს უშლის ფართომასშტაბიანი რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

მაგრამ ჩვენთვის, უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევა ყარაბაღის კონფლიქტია. ის რჩება დაურეგულირებელი, რჩება მუდმივი დაძაბულობის წყარო და საფრთხეს უქმნის რეგიონში საომარი მოქმედებების კიდევ ერთხელ წამოწყებას”.

წარმოადგინა რა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წინაისტორია  და მოლაპარაკებების პროცესი, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია რეგიონის ხალხებისთვის. მისი მოგვარება შეუძლებელია მძიმე და თანმიმდევრული ძალისხმევის, კომპრომისის, ურთიერთპატივისცემის და წონასწორობის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button