საზოგადოება

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონი მოსამართლეთა ნების გამოვლენის შეფასების შესახებ

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი მოსამართლეთა ნების გამოვლენის  შეფასების შესახებ.როგორც  „არმენპრესი“ იუწყება კანონპროექტი მთავრობის  სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა წარადგინა.

”ეს არისსასამართლო რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული   მორიგი  ქმედება,  რომლის მიზანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კორუფციისაგან თავისუფალი და ეფექტური სასამართლო სისტემის ხედვა. პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას ეფექტური და ყოვლისმომცველი იურიდიული ბაზა  მოსამართლეების ნების გამოვლენისათვის, რომელიც მოიცავს  ქონებრივი სტატუსის შემოწმებას, პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებების პატივისცემას, მიუკერძოებლობას, თავისუფლად  გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“,- თქვა ბადასიანმა.

20 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა სასამართლო სისტემის შესახებ.

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ სომხეთში ყველა მოსამართლე ექვემდებარება, ასე ვთქვათ, შემოწმებას. რაც იმას ნიშნავს,  საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მოსამართლის პოლიტიკური კუთვნილებისა და გენეალოგიის, ქონებრივი მდგომარეობის, მოსამართლის სტატუსის,  პირადი და პროფესიული მახასიათებლების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button