მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ მიბაძოს მის მაგალითს და დაიცვას მშვიდობის რეზოლუცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიბაძოს მის მაგალითს, მიიღოს მისი წინადადება და გააკეთოს განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს სომხეთის,მთიანი ყარაბაღისა  და აზერბაიჯანის ხალხებისთვის. როგორც “არმენპრეს” -ი აქვეყნებს,  ფაშინიანმა ეს თქვა მილანში, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, როცა მან პასუხი  გასცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შეკითხვას.

პრემიერ -მინისტრმა უპირველეს ყოვლისა აღნიშნა,  რომ  დღეს აზერბაიჯანელები იმყოფებიან  იმ  სომხურ ეკლესიაში,  სადაც არიან სომხები  და მათ საშუალება აქვთ კითხვა დაუსვან სომხეთის პრემიერ-მინისტრს. „შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ სომეხს შეეძლოს  შესვლა იმ  ღონისძიებაზე,  სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იქნებოდა  და მისთვის შეკითხვა დაესვა. გარდა ამისა,  თქვენ თქვით, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა  გენოციდი აზერბაიჯანის მიმართ, რაც აშკარად სიცრუეა, რადგან აზერბაიჯანის ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუც კი მისცა და თქვა, რომ ხოჯალუს მოვლენები აზერბაიჯანული ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, რომ აზერბაიჯანში  ცვლილებები და გადატრიალებები მოეხდინათ.  მე წამოვაყენე  სამშვიდობო რეზოლუცია, მე ვუთხარი ილჰამ ალიევს, რომ მე პირველი სომეხი ლიდერი ვარ, რომელიც აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა იყოს მისაღები სომხეთის,მთიანი ყარაბაღისა და  და აზერბაიჯანის ხალხისთვის. ჩემი აზრით,  აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც უნდა გააკეთოს მსგავსი შინაარსის განცხადება, რადგან ეს არის ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორმულა და პლატფორმა, ”- უპასუხა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button