ეკონომიკა

ყატარელი ბიზნესმენები ეწვევიან სომხეთს, რათა განიხილონ ურთიერთთანამშრომლობის სფეროები

ოფიციალური ვიზიტით ყატარის სახელმწიფოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, დოჰაში შეხვდა ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელებს და  ასოციაციის წევრ ბიზნესმენებს, კომპანიების წარმომადგენლებს.

“არმენპრეს” -ის გადმოცემით,  პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა ბიზნესმენებს წარუდგინა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო და საკონკურენციო შესაძლებლობები, აღნიშნა, რომ სომხეთი, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და შეუძლია შესთავაზოს კარგი სატრანზიტო შესაძლებლობები სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად. სომხეთის საელჩოს გახსნა ყატარში, სავიზო რეჟიმის გაუქმება, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის არსებობა, პრეზიდენტმა კარგ შესაძლებლობად  მიიჩნია არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ორმხრივი საქმიანი კავშირების განვითარებისთვის.
ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, სომხეთის პრეზიდენტმა პერსპექტიულად მიიჩნია ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების, სურსათის წარმოებისა და მომარაგების, საიუველირო და სხვა სფეროები.
ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა სომხეთთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობის და  თანამშრომლობის მიმართულებების განხილვის მიზნით მოეწყოს ბიზნეს ხელმძღვანელთა ვიზიტი სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button