გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე შეჯამდა სომხეთის საინვესტიციო პოლიტიკის ანგარიში

ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე გაიმართა სომხეთის საინვესტიციო პოლიტიკის ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია. ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს ჟენევის ოფისში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, შვეიცარიაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრანიკ ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ საქმიანობებზე დაყრდნობით მიდის ეკონომიკური რევოლუციისკენ, და დღესაც ხორციელდება ბიზნესგარემოს ინოვაციისკენ მიმართული ნაბიჯები. გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა სომხეთში, შომბი შარფმა დასძინა, რომ ახლა სომხეთში შესაფერისი დროა ინვესტიციის განსახორციელებლად.
მოხსენების განხილვას ესწრებოდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენლები, დიპლომატები, ასევე გაეროს სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მოხსენების განხილვის დროს ხაზი გაესვა ქვეყნის განვითარების პოტენციის მქონე რიგ სფეროებს, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიებს, ტურიზმს, ტექსტილის მრეწველობას, მეღვინეობას, სოფლის მეურნეობას და ფარმაცევტიკას. შესწავლილ იქნა აგრეთვე სავარაუდო პოტენციალის მქონე მრავალი სფეროს განვითარების პერსპექტივები. ესენია: ბიზნესის აუთსორსინგი, რეგიონალური ლოჯისტიკა, სურსათის უვნებლობა, თვითმფრინავების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, რეგიონალური ფინანსური მომსახურება და უმაღლესი განათლება.
ღონისძიების დროს პროფესიონალური განხილვებისა და მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე, დაგეგმილია საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების საგზაო რუქის შემუშავება, რომელშიც ადგილის მქონე მოქმედებების განხორციელება ხელს შეუწყობს სომხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო გარემოს სრულყოფას და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდას.