მთავარიპოლიტიკა

იტალია დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებით: იტალიის სენატის სპიკერი

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში გრძელდება.

იტალიის დედაქალაქში  მისი პირველი შეხვედრა იყო იტალიის სენატის პრეზიდენტ მარია ელიზაბეტა  კაზელატთან.  

იტალიის სენატის თავმჯდომარემა აღნიშნა, რომ იტალია ყურადღებით თვალს ადევნებს  სომხეთის რეფორმების პროცესს, რომლებიც მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის და მზად არის დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას ამ რეფორმების წარმატების პროცესში, გამოცდილების გაცვლის პროცესში. მარია ელიზაბეტა კაზელატის თქმით, ეს ხელს შეუწყობს სომხეთსა და იტალიას შორის ეფექტური დიალოგის გაგრძელებას, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის ფარგლებში. მან აღნიშნა, რომ იტალიის სენატმა მოახდინა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, ხოლო დოკუმენტი ახლა დეპუტატთა პალატიშია წარდგენილი. იტალიის სენატის სპიკერმა  ასევე კმაყოფილება გამოთქვა სომხეთ-იტალიის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკის, ექსპორტის ბოლოდროინდელი  დაახლოებით 30% -ით მატების შესახებ და აღნიშნა, რომ იტალია დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებით ვაჭრობის ინფრასტრუქტურისა, კულტურის სფეროებში.

ნიკოლ ფაშინიანმა ილაპარაკა  სომხეთ-იტალიის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონეზე, რაც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საფუძველს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ წელს ორმხრივ ვაჭრობაში საკმაოდ მაღალი ზრდა აღინიშნა, იტალირი ინვესტიციები გაიზარდა სომხეთის ეკონომიკაში და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტის შედეგად პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. პრემიერ – მინისტრ ფაშინიანის თქმით, სომხეთი სერიოზული ცვლილებების ეპიცენტრშია, ქვეყანა მიდის დემოკრატიზაციის გზით,  კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა მიმდინარეობს, რაც იწვევს ცვლილებებს ეკონომიკურ ვითარებაში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის სომხეთის მთავარი პარტნიორი ამ რეფორმების დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა იტალიის სენატს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციისთვის და მისი დეპუტატთა პალატაში წარდგენისათვის. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს 2019 წელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იტალიის დეპუტატთა პალატის მიმართ 2019 წლის 10 აპრილს გენოციდის ამღიარებელი რეზოლუციის მიღების  გამო.

სომხეთის პრემიერ მინისტრი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს და აღნიშნა, რომ სომხეთი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ხედავს.

იტალიის სენატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იტალია მიესალმება სომხეთის მშვიდობის შენარჩუნებისაკენ მიმართულ ძალსიხმევას.

ნახეთ მეტი
Back to top button