
22 ნოემბერს, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გაემგზავრება ლონდონში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტის მუშაობაში. სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართება, დაესწრებიან სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერები, რომლებიც წარადგენენ ინვესტიციების შესაძლებლობებს თავიანთ ქვეყნებსა და რეგიონებში, ასევე უჩვენებენ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის წარმართულ მუშაობას.
არმენ სარგსიანი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლენარულ სესიაში, რომელიც მიეძღვნება ინვესტორთა შესაძლებლობებს. სამიტზე გამიზნულია ინვესტორების ყურადღება მიიპყრონ სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებისკენ, აამაღლონ ინვესტორების ინფორმირებულობა და გაზარდონ მათი დაინტერესება სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყებისადმი.
გარდა ამისა, საინვესტიციო სამიტის ფარგლებში არმენ სარგსიანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.