საზოგადოება

სომხეთი აუქმებს ჩინეთთან სავიზო მოთხოვნებს

ჩინეთთან ვიზის გაუქმების საკითხს  სრ ეროვნული ასამბლეა დეკემბრის დასაწყისში განიხილავს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სრ ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ლენა ნაზარიანმა.

, ,სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელ პირთათვის სავიზო მოთხოვნის ორმხრივი გაუქმების შესახებ ” შეთანხმება მიიღება ეროვნული ასამბლეის მიერ 3-6 დეკემბრის სხდომაზე. სრ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, შეთანხმება ძალაში შედის ერთ თვეში,- განაცხადა ლენა ნაზარიანმა.

2018 წელს ჩინეთიდან სომხეთში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 59.9% -ით გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button