პოლიტიკასაერთაშორისო

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება კრიზისის განსამუხტად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგმას

1tv.ge როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება თვალს არ გაახელს და კრიზისის განსამუხტად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგმას.

„ხვალ, 19:00 საათზე შედგება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტთან. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან პარლამენტთან და გაგრძელდება სამშაბათ დილიდანაც. ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქცია. გარდა ამისა, ჩატარდება მცირე აქციები სხვადასხვა დანიშნულების ადგილებზე, ლოკაციებზე. ეს იქნება გამოხატულება იმის, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანა ხელისუფლების ტყუილმა და სიმშვიდეს მოიტანს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და არა პოლიციის და სპეცრაზმის დახმარებით ოპოზიციის და ხალხის მოთხოვნების იგნორირება“, – განცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close