თურქეთმა უნდა მიიღოს საკუთარი ისტორია. ზოჰრაბ მნაცაკანიანი

სომეხთა გენოციდის აღიარებაში და ახალი გენოციდების თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებისა და ერების მუდმივი ჩართვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Rai 24 -თან ინტერვიუში განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა .
”სომხები მადლობას უხდიან იტალიასა და იტალიის პარლამენტს, გასული წლის აპრილში სომეხთა გენოციდის მაღიარებელი რეზოლუციის მიღების გამო. იგივე პროცესს აქვს ადგილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თურქეთმა მიიღოს საკუთარი ისტორია. მსოფლიოში ჩადენილი ყველა გენოციდის აღიარება არის ყველა მომდევნო გენოციდის პრევენცია, აშკარა მესიჯი იმისა, რომ აღარ არსებობს დაუსჯელობა”,-ხაზგასმით განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.