პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

შეხვედრიდან გამოსული დიმიტრი ხუნდაძემერაბ ქვარაია და ირაკლი შიოლაშვილი აცხადებდნენ, რომ „პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა“, თუმცა ისინი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებდნენ.

მათი თქმით, ერთიანი პოზიცია შეთანხმების შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება.

ნახეთ მეტი
Back to top button