სპორტი

ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა, 24 წლის ბექა ღვინიაშვილმა იაპონიაში გამართულ ოსაკას გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ბექამ, რომელიც 2015 წლის შემდეგ ოსაკას ტურნირზე პირველი ოქროს მედლის მფლობელი ქართველი გახდა, ფინალურ შეხვედრაში ჯარჯი ზვიადაურის მიერ გაწვრთნილი უზბეკი დავლატ ბობონოვი დამატებით დროში დაამარცხა.
ფინალურ ორთაბრძოლამდე ბექამ ჩინელ ჰებილინგე ბუს, იაპონელ მაშუ ბეიკერს, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევსა და იაპონელ კენტა გაგასავას მოუგო.
სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ოსაკას შეჯიბრს საწყის შეხვედრებში გამოეთიშნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button