ბირთვული ენერგიის მომავალი სომხეთში

სტაბილური, საიმედო და განვითარებადი. დარგის ექსპერტებმა ,,რადიოლურ“-თან საუბრისას ასე დაახასიათეს სომხეთის ენერგეტიკული სისტემა. ამავე დროს, მათ შენიშნეს, რომ ტემპების შესანარჩუნებლად საჭიროა მუდმივი მუშაობა. სპეციალისტები სომხეთის ენერგეტიკულ მომავალს უკავშირებენ ბირთვულ ენერგიას და ხაზს უსვამენ სისტემის დივერსიფიკაციის აუცილებლობას.
2,5 წლის შემდეგ სომხეთს ექნება ახალი 250 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური. ეს, ექსპერტების აზრით, საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ხელმისაწვდომი ელექტროენერგია შეიძინონ. მთავრობა ირწმუნება, რომ სადგური ერთი საფეხურით გაზრდის სომხეთის ენერგოსისტემის საიმედოობას და ხელს შეუწყობს ექსპორტს ახლად აშენებული ელექტროგადამცემი ხაზების გავლით.
კომპანია ,,სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური“-ს დირექტორმა მოვსეს ვარდანიანმა აღნიშნა, რომ ატომური სადგურის ექსდპლუატაციის საპროექტო სამუშაოების დაახლოებით 80 პროცენტი დასრულებულია. დანარჩენი 20 პროცენტი დასრულდება 2020-2021 წლებში.