
პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკაში ხედავს უამრავ გამოწვევას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. როგორც “არმენპრესი” აქვეყნებს, ამის შესახებ ფაშინიანმა აღნიშნა ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც გაიმართა 26 ნოემბერს სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, ადამიანის უფლებათა დამცველის დაწესებულების საქმიანობის 15 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. ”სომხეთის რესპუბლიკა უდავოდ დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ეს დემოკრატია არსებობს, როგორც ემოციური გამოხატულება, რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად. ახლა ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს დემოკრატია ინსტიტუციური გაგებით. ამ საკითხში, ჩვენ ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. შემდეგი გამოწვევა არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ გარდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ ორგანოებთანაც ერთად სასამართლო სისტემამაც შეუწყო ხელი წარსულში ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათლვას. ჩვენი მთავარი გამოწვევაა გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ჩვენ ძირეულად ვეწინააღმდეგებით სასამართლო სისტემის კონტროლის ქვეშ მოქცევას. სომხეთის სასამართლო სისტემამ ღრმა ცვლილებები