მთავარიპოლიტიკა

შეიარაღებულ ძალებში კვების ახალი წესის დანერგვა მნიშვნელოვანია მთავრობისთვის. ნ. ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  გამართა თათბირი, რომლის დროსაც განიხილეს შეიარაღებულ ძალებში სურსათის მიწოდების ახალი წესის შემოღების პროცესი და არსებული პრობლემები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის აპარატი.
”მთავრობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად წარიმართოს და საბოლოოდ შედგეს, რადგან ეს, არსებითად, რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებაა შეიარაღებულ ძალებში – ჯარში, და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო სამსახურის მიმზიდველობას და გააუმჯობესებს ჩვენი არმიის იმიჯს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით”, – თათბირის დასაწყისში აღნიშნა პრემიერ – მინისტრმა ფაშინიანმა.
თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა ინფორმაცია მიაწოდა საკვებით მომარაგების ახალ წესთან დაკავშირებით ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ იგი უკვე დანერგილია დაახლოებით სამ ათეულ სამხედრო ნაწილში. ამჟამად  საკვების მიწოდების საპილოტე პროგრამაში ჩართულია ოთხი კერძო ორგანიზაცია, რომელთა რიცხვი მომავალ წელს კვლავ გაიზრდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დიდი დადებითი გამოხმაურებაა ამ პროგრამასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მიაქცია პროცესის გამჭვირვალე ორგანიზებასა და შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი ხარისხის საკვების მიწოდებას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის ბოროტად გამოყენება. მათი არსებობის შემთხვევაში მიდგომა იქნება მკაცრი.

ნახეთ მეტი
Back to top button