ეკონომიკა

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სომხეთის ბიუჯეტი გაიზარდა 32 %-ით

სომხეთის ფინანსთა სამინისტრომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ეკონომისტ გორ წარიუკიანის ჩანაწერი, სადაც  ნაჩვენებია ქვეყნის ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებელი.

„გასულ წელიწადნახევრის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 32% -ით გაიზარდა. მაჩვენებელი არ არის ფანტასტიკური ჟანრიდან, ეს არის დაახლოებით 290 მილიარდი დრამი. ეს თანხა, რომელიც ხაზინი ანგარიშზეა უკვე გადაიქცა მოასფალტებულ გზებად, გაზრდილ ხელფასად ან  საზოგადოებრივ სიკეთედ.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ წელს განახლდა იმდენვე  კილომეტრი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზები, რაც ერთად აღებული  2012 წელს, 13, 14, 15, 16, 17-ში. ყოველივე  ეს გვიჩვენებს სახელმწიფო ხარჯების მაღალ ეფექტურობას.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2018 წელთან შედარებით 20% -ით გაიზარდა, ხოლო 2017 წელთან შედარებით 32% -ით, რაც დაახლოებით 1.2 ტრილიონი დრამია  და ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდა არ აღემატებოდა 7.5% -ს.

აქედან შეიძლება გაკეთდეს ორი დასკვნა: პირველი რომ ემჩირდა ჩრდილოვანი მხარეები, მეორეც,  შეწყდა ბიუჯეტიდან უკანონო გადინებები.

შედარებისთვის, ამ წლის ცხრა თვეში  მეზობელ საქართველოში ბიუჯეტის შემოსავლები 2018 წელთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 9% -ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 18% -ით ”, – წერს ეკონომისტი.

ნახეთ მეტი
Back to top button