მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და ჰარლემ დეზირმა აზრი გაცვალეს მედიის დამოუკიდებლობის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი. .

ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ხელისუფლების ერთგულება ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის სიტყვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებთ  და აღნიშნა, რომ პრესის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება სომხეთში მაღალ დონეზეა, ეს დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით.  მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა  სომხეთში ინტერნეტის სიტყვის თავისუფლებაზე  და აღნიშნა, რომ ამ ინდექსით დღეს სომხეთი მსოფლიოში მე -8 ადგილს იკავებს. პრემიერ მინისტრის თქმით, ეს ცხადყოფ, რომ  მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიულ ფასეულობებს, განსაკითრებით სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

ჰარლემ დეზირმა მოიწონა პრესისა და სიტყვის თავისუფლების დონე სომხეთში  და მთავრობის ძალსიხმევას ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ სფეროში არსებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებს და ამ კონტექსტში გაცვალეს მოსაზრებები მოგონილი ინფორმაციის, დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის შესახებ, ილაპარაკეს  კონტრ ღონისძიებების თემაზეც.  პატონმა ფაშინიანმა  ისაუბრა სომხეთში გასულ კვირას ჩატარებულ სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა  და აზერბაიჯანის  ჟურნალისტების ურთიერთ ვიზიტების შესახებ. რამაც შეიძლება  სამსახური გაუწიოს სიძულვილის ენის შემცირებას.

  ეუთო-ს წარმომადგენელმა მოიწონა ეს ინციატივა და აღნიშნა, რომ საჭიროა მსგავს ღონისძიებებს ჰქონდეთ უწყვეტი ხასიათი.

ნახეთ მეტი
Back to top button