საზოგადოება

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი დახოცეს

პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა  ცაგერში მომხდარი ინცინდენტის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს. დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამის შესახებ წერს „სპუტნიკი-საქართველო“.

ნახეთ მეტი
Back to top button