კულტურა

წიგნმა თბილისში საშინელი წყალდიდობის შესახებ გერმანიაში პრიზი მიიღო

ქართველი მწერალი შეეცადა, ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოეთხრო და როგორც ჩანს, მას ეს კარგად გამოუვიდა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ქართველი მწერლის თეა თოფურიას საბავშვო წიგნის „წყალდიდობა ზოოპარკში” გერმანულმა თარგმანმა, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება, გერმანიაში ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

ქართულმა წიგნმა გაიმარჯვა გერმანულ კონკურსზე Bad Iburger Kinderliteraturpreis Scholossgeschichten. ეს პრემია ხელს უწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზებას ბავშვებსა და სტუდენტებში, ასევე, ბაზარზე ახალი წიგნების გატანას. გერმანიაში ეს პრემია უკვე მეცხრედ გაიცა.

თეა თოფურიას წიგნი თბილისში 2015 წელს მომხდარ წყალდიდობაზე მოგვითხრობს, როდესაც 13-14 ივნისის ღამეს მდინარე ვერე ადიდდა და დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი. წყალმა გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, სახლები, გზები, გვირაბები, ხიდები, საკომუნიკაციო სისტემები.

წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. დაიღუპა 21 ადამიანი, ორი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ქართველი მწერალი შეეცადა, ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოეთხრო. დიდი დამსახურება წიგნის წარმატებაში მიუძღვის ქართველ მხატვარს, ილუსტრაციების ავტორს სონია ელიაშვილს.

თავისი წარმატების შესახებ თეა თოფურიამ მკითხველს Facebook-გვერდზე უამბო.

გერმანიაში წიგნმაწყალდიდობა ზოოპარკშიერთი ლიტერატურული კონკურსი მოიგო. დიდი არაფერი, მაგრამ დაჯილდოებაზე ბავშვები ცხოველების ფორმებში გამოეწყვნენ და სპექტაკლი დადგეს. პოსტერზე მე და Sonia Eliashvili მადლობას ვიხდით დაჯილდოებისთვის“, – დაწერა თეა თოფურიამ.

წიგნი „წყალდიდობა ზოოპარკში” გერმანიაში 2019 წლის ივნისში გამოიცა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში ის, გამომცემლობა „ზოლიანი კატის” წყალობით, საქართველოს წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდა.

თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს ადამიანის უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. არის მრავალრიცხოვანი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი.

თოფურია – ავტორია ორი საბავშვო წიგნის -„პარადიის არდადეგები“ და „გასაღვიძებელი ზღაპრები“.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close