პოლიტიკა

განიხილეს სომხეთ-ყირგიზული ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები

სამუშაო ვიზიტით ბიშკეკში მყოფი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, შეხვდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სოორნბეი ჟენებეკოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის აპარატი.

მიესალმა რა პრემიერ-მინისტრს ბიშკეკში, სოორნბეი ჟენებეკოვმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთი დაინტერესებულია ერთიანი ძალისხმევით, ყველა შესაძლო გამოწვევის შესასრულებლად, ასევე მეგობრულ სომხეთთან ურთიერთობების განვითარებით.

ნიკოლ ფაშინიანმა დასძინა: ”ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ახალი სტიმული მივცეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამისათვის არსებობს აუცილებელი პოტენციალი. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული სიშორე პრობლემა არ არის, უნდა დაიწყოს ისეთი ინიციატივები, რომლებიც გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს. ”

პირადი საუბრის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ყირგიზეთის პრეზიდენტმა განიხილეს სომხეთ-ყირგიზულ ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. ასევე აღნიშნეს ეკონომიკური ურთიერთქმედების აუცილებელი ნაბიჯების განხორციელება, საქმიანი კავშირების გაფართოება.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ინტეგრაციულ წრეებში თანამშრომლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button