მთავარიპოლიტიკა

საქართველო ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გახდა

სტრასბურგში, საფრანგეთმა საქართველოს გადასცა ევროსაბჭოს პრეზიდენტობის სიმბოლური გასაღებები.

სტრასბურგიდან გასაღებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, როგორც ევროსაბჭოს მომავალ თავმჯდომარეს,  გადასცა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა  ევროპულ საკითხებში ამელი დე მონსალენი.

საქართველოს თავმჯდომარეობა გადაეცა საფრანგეთისაგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის  სხდომაზე.

საქართველო ითავმჯდომარეებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში  2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე.

საქართველოსათვის თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონიის  ფარგლებში  საქართველოს დროშა დღეს აღმართეს სტრასბურგში რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, ქართული ანბანით  მორთული ტრამვაი დღეს მოძრაობს  სტრასბურგის ქუჩებში.

ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს  აგენდა.გე .

ნახეთ მეტი
Back to top button