მთავარიპოლიტიკა

სომხეთი გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას კუხო– ს შემდგომი გაუმჯობესებისა და განმტკიცების მიმართულებით გაღებული ძალისხმევების მხარდასაჭერად: ზოჰრაბ მნაცაკანიანი

სამუშაო ვიზიტით ბიშკეკში მყოფმა სრ საგარეო საქმეთა მინისტმაი ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მონაწილეობა მიიღო კუხო-ს წევრ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაში, რომლის დროსაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ყველა საერთაშორისო პლატმორფებზე კუხო-ს წევრ სახელმწიფოების მხრივ მყ პრობლემასთან დაკავშირებით პოზიციების დაცვას.

როგორც იუწყებიან სრ სსს-დან, სხდომის დღის წესრიგში იყო კუხოს წრეებში და საერთაშორისო პლატფორმებში წევრ სახელმწიფოთა ურთიერთქმედებასთან, საგარეო პოლიტიკის კოორდინაციასთან, საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებული  საკითხები. ვრცელი შეხება გაკეთდა სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მიესალმა რა შეხვედრის მონაწილეებს, მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას კუხო– ს შემდგომი გაუმჯობესებისა და გაძლიერების საქმეში, აგრეთვე ძალისხმევას ორგანიზაციის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და მის რეალობასთან შესაბამისობაში.
მხედველობაში მიიღო რა სტრუქტურის წრეებში  წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის სომხური მხარის ხედვა, მინისტრმა მნაცაკანიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა  საგარეო პოლიტიკის კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო საერთაშორისო პლატფორმებზე მოკავშირეთა თანამშრომლობის განვითარებას.
წარმოადგინა რა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის უახლესი მოვლენები, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის და ხალხის მშვიდობისთვის მომზადების თვალსაზრისით, უფრო მეტად რეალისტური რჩება სამხედრო მოწოდებებისა და სიძულვილის ენის რიტორიკაზე,  უკონტროლო შეიარაღებაზე უარი თქმის, აგრეთვე დაპირისპირების კონტაქტის ხაზში დაძაბულობის შესუსტებისთვის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების საჭიროება.

ნახეთ მეტი
Back to top button