2020 წელს ევროპაში გაიმართება ევროკავშირ-სომხეთის საინვესტიციო ფორუმი: ტიგრან ავინიანი
ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო ევროკომისიის აღმოსავლეთ მეზობლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე დირექტორი ლოურენს მერედიტი. როგორც ტიგრან ავინიანის ოფისი იტყობინება, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი.
ტიგრან ავინიანმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირთან დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. . ლოურენს მერედიტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას.
სტუმრების თხოვნით, ვიცე პრემიერმა ისაუბრა რეფორმების ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებზე და არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო სომხეთში ინვესტიციების პოპულარიზაციას. ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირ-სომხეთის საინვესტიციო ფორუმის ჩატარება დაგეგმილია ევროპაში 2020 წელს. მხარეებმა განიხილეს განათლების, სასამართლო სისტემის, ენერგოეფექტურობის, გაციფრულების, საჯარო ადმინისტრირების რეფორმისთემებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი.