ალექსის ოჰანიანმა და სერჟ თანკიანმა მიიღეს ნიკოლ ფაშინიანის გამოწვევა
როვნებით სომეხმა ბიზნესმენმა Reddit ვებსაიტისა და Initialized Capital საწარმოს თანადამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა მიიღო სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გამოწვევა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულმა პირმა სრულიად სომხურ ფონს „სომხეთი“ ყოველთვიურად უნდა გადაურიცხოს ათი ათასი დრამი (დაახლოებით 20 დოლარი)
ოჰანიანმა ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთა Twitter- ის მის გვერდზე. აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გამოცხადდეს, როგორც საყოველთაო . როგორც „რადიოლური“ იუწყება, ოჰანიანმა თავის მხრივ გამოიწვია კიდევ სამი ეროვნებით სომეხი ბიზნესმნი.
რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოში ცნობილმა როკ-მუსიკოსმა, System of a Down ბენდის სოლისტმა სერჟ თანკიანმა ასევე ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ის ღებულობს ამ გამოწვევას და ფონდს თვეში 23 დოლარს გადასცემს. თავის მხრივ, სერჟ თანკიანმა გამოიწვია სამი სომეხი – ვაჰე ბერბერიანი, ერიკ ესაიელიანი და ანგელა სარაფიანი.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ნიკოლ ფაშინიანმა მარათონში გამოიწვია სერჟ თანკიანი, კიმ კარდაშიანი და ალექსის ოჰანიანი, აღნიშნა, რომ თ თუ 5 მილონი სომეხი წლის განმავლობაში ფონდს გადასცემს 200 დოლარს, რაც ყოველთვიურად ადგენს 20 დოლარს, წლის ბოლოს ფონდის ანგარიშზე გვექნება 1 მილიარდ 250 მილიონი დოლარი.