პოლიტიკა

არაერთმა ფრანგულმა კომპანიამ სომხეთში ინვესტირების სურვილი გამოთქვა

სომხეთის  ვიცე პრემიერ-მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონათან ლაკოთი. მჰერ გრიგორიანმა  ილაპარაკა  სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ  და აღნიშნა, რომ სომხეთი მაღალ შეფასებას უწევს თანამშრომლობას საფრანგეთთან სხვადასხვა სფეროში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ მიღწევებს.  განიხილეს ფრანგული  კაპიტალით სომხეთში მოქმედი კომპანიების საქმიანობა. ჯონათან ლაკოთმა აღნიშნა, რომ არაერთმა ფრანგულმა კომპანიამ ასევე სურვილი გამოთქვა  სომხეთში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. ვიცე პრემიერ-მინისტრი მიესალმა  იდეას სომხეთში  ახალი ფრანგული ორგანიზაციების არსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს  განავითაროს  ქვეყანაში  ხელსაყრელი ბიზნეს გარემო  და ბიზნეს კულტურა.

ნახეთ მეტი
Back to top button