
სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა მიიღო სომხეთში დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი შემსრულებელი დევიდ მორანი, ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სომხეთის ეროვნული ასამბლეა.
არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ეროვნული ასაბლეის სპიკერმა დევიდ მორანს წარუდგინა ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვა, რომ 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სომხეთი სტაბილურად მიჰყვება დემოკრატიული რეფორმების გზას. როგორც მან დასძინა, რომ ეს თანაბრად ეხება კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების საკითხებს, სასამართლო რეფორმას, თავისუფალი კონკურენტული ბაზრის შექმნას, საჭირო ინვესტიციის გარემოს შექმნას და ყველა სხვა სფეროს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საკითხში სომხეთს უთანაგრძნობს და მხარს უჭერს მრავალი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოც. მან ასევე გამოყო პროგრამა “თანამედროვე პარლამენტი თანამედროვე სომხეთისათვის”, სადაც სომხეთს, შვედეთის სამეფოსთან ერთად, დიდი მხარდაჭერა გაუწია გაერთიანებულმა სამეფომაც. თავის მხრივ, დევიდ მორანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას და მეგობრობის ჯგუფებს შორის მჭიდრო ურთიერთობას. ახლადდანიშნულმა დიპლომატმა გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს სომხეთს დემოკრატიულ რეფორმების გატარებაში ყველა მიმართულებით