მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის მოლაპარაკების პროცესში ჩვენ შევძელით პოზიციების დაკავება საკუთარი სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად: ფაშინიანი

ბოლო  წლინახევრის განმავლობაში, სომხეთის მთავრობამ მოახერხა საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური საკითხების მოგვარება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა  ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ თათბირისას. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო  პოზიციების დაკავება  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესში, ჩვენი ამჟამინდელი აღქმის, სტრატეგიული ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად. შემდეგი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც მე უნდა გავაკეთო, არის ის, რომ ჩვენ  მივაღწიეთ ეკონომიკურ სფეროში მდგრადობას.  მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ   ჩვენ ვიკისრეთ პასუხისმგებლობა სომხეთის რესპუბლიკის მმართველობაზე 2018 წლის საკონსტიტუციო ტრანსფორმაციის პერიოდში და უნდა აღვნიშნოთ, რომ  ნახევრად საპრეზიდენტო სისტემიდან მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე  გადასვლა დღეისათვის უკვე რეალობაა , ”- თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც მან დასძინა,  გასული წელიწადნახევრის პროცესებმა ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, ნაციონალური კონფლიქტის, პოლიტიკური ცხოვრების და დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუციებთან  მიმართებაში  აჩვენა მთავრობის სტრატეგიული იდეების კონკურენტუნარიანობა  და  მათი თავსებადობა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button