ეკონომიკამთავარი

სომხეთის მთავრობა მეცნიერების დაფინანსებას 1 მილიარდ 351 მილიონ დრამით გაზრდის

სომხეთის მთავრობა მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას 1 მილიარდ 351 მილიონი  დრამით  გაზრდის,  ასეთი  ჩანაწერი გააკეთა  სომხეთის  ვიცე-პრემიერმა  ტიგრან ავინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრთან არიკ ჰარუთიუნიანის ბოლო სამუშაო დისკუსიების გათვალისწინებით,  პარლამენტის წევრების მხითარ  ჰაირაპეტიანისა და ჰოვანეს  ჰოვანესიანის წინადადებების გათვალისწინებით, ასევე სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან განაცხადების მხედველობაში მიღებით,  მთავრობა გაზრდის მეცნიერებისთვის გამოყოფილ თანხებს.

ასე რომ, 2020 წ.  ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფით,  სამინისტროებისთვის სახსრების გადანაწილებით, მეცნიერების დაფინანსება გაიზრდება 1 მილიარდი 351 მილიონი დრამით,“ – ნათქვამია ავინიანის ფეისბუქ პოსტში.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დამატებითი თანხები, ძირითადად, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის მეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, რობოტექნიკის სფეროებში იქნება მიმართული.

ნახეთ მეტი
Back to top button