ეკონომიკამთავარი

სომხეთში შეიქმნება ეროვნული ვენჩურული ფონდი

სომხეთში შეიქმნება ეროვნული ვენჩურული  ფონდი, სადაც მენეჯმენტი აყვანილი იქნება  საერთაშორისო დონეზე. ამის შესახებ განაცხადა მაღალი  ტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა  ბიზნეს ინოვაციის მე-7-ე ფორმუმზე  (BIF-2019) .

მისი სიტყვებით, ფონდი ჩამოყალიბდება სახელმწიფო-კერძო სექტორის  თანამშრომლობის მექანიზმის გამოყენებით. დაგეგმილია, რომ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ფონდის სახსრები  100 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამ  ფონდის მიზანია განახორციელოს  სტარტაფების ინვენსტირება.

ჰაკობ არშაკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდის დაარსებით, მთავრობა ცდილობს შექმნას ხელსაყრელი გარემო სომხეთში და  ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ უცხოელი სპეციალისტების სომხეთში სამუშაოდ ჩამოსვლას.  

ამ ეტაპზე, სამინისტრო ცდილობს სტარტაპების მხარდაჭერას. ამრიგად, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს საგრანტო პროგრამებს. კერძოდ, სახელმწიფო მზადაა აიღოს სტარტაფების  დაფინანსების 50 პროცენტი , გარდა ამისა 50 000 აშშ დოლარის გრანტი გადასცეს იმ კომპანიას, რომელიც ახდენს  სტარტაპების თვითდაფინანსებას. გაწონასწორებული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, საგრანტო სახსრების 75 პროცენტი გადაეცემა პროვინციებს და მხოლოდ 25 პროცენტი კი დედაქალაქში მომუშავეებს, დაუმატა არშაკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button