საზოგადოება

“ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

“ქრთუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, ბრალდების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ ეს საქმე ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიას პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების მოკლე გზაა.

“ხელისუფლებამ აირჩია ნიკა მელიას პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების მოკლე გზა და ამოიღეს შვიდი წლის წინანდელი საქმე, ე.წ. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე, სადაც დაახლოებით 25 ადამიანს შეუწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და დღეს, როდესაც ჩვენ უნდა განგვეხილა ნიკა მელიასთან მიმართებით უკანონოდ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საკითხი, ვინაიდან სახალხო დამცველმაც მიმართა რეკომენდაციით სასამართლოს, გუშინ შეგვატყობინეს, რომ შვიდი წლის წინანდელ საქმეზე სასამართლო 2 დეკემბერს 09:30 საათზე გამოაცხადებდა განაჩენს“, – აცხადებს მელიას ადვოკატი.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, დღესვე გაიმართება სხდომა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი ბრალდების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button