ეკონომიკა

400 მეგავატიანი სიმძლავრის მზის ენერგიის პროგრამა სომხეთში რეალობა იქნება

მსოფლიოს წამყვანმა განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar- მა და ,, სომხეთის სახელმწიფო ინტერესის ფონდმა” (ANIFF) აბუ-დაბის კერძო ცერემონიალზე ხელი მოაწერეს ოფიციალურ შეთანხმებას , რათა სომხეთში განავითარონ მზის ენერგიის პროექტები, საერთო სიმძლავრით 400 მეგავატი, რომელიც ითვალისწინებს 300 –დან 320 მილიონ დოლარამდე ინვესტიციებს. ამის შესახებ იტყობინება ,,რადიოლური”.

ცერემონიალს ესწრებოდნენ სრ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი სუჰაილ ალ მაზრუე და  საინვესტიციო კომპანიის ,,მუბადალა”-ს აღმასრულებელი დირექტორი ხალდუნ ალ მუბარაქი.

ერთობლივი განვითარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი პროექტია სომხეთის დასავლეთით 200 მგვტ სიმძლავრის მსხვილი მასშტაბური მზის ფოტოვოლტური სადგურების მშენებლობა, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენებს უახლეს ბიპოლარულ ტექნოლოგიას, მზის როგორც პირდაპირი, ასევე გამომდინარე სინათლის წყალობით.

ნახეთ მეტი
Back to top button