ეკონომიკა
ერევანში გაიმართება „ჭკვიანური გადაწყვეტილებებისადმი“ მიძღვნილი სილიკონის მთების კონფერენცია
4-5 დეკემბერს, ერევანში გაიმართება „ჭკვიანური გადაწყვეტილებებისადმი“ მიძღვნილი სილიკონის მთების კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ICT (ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) სექტორში და მსოფლიო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებზე, რაც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს სომხეთს გახდეს მეორე „სილიკონის ველი“. ამის შესახებ იტყობინება „რადიოლური“.
კონფერენციის საპატიო სტუმარი იქნება იაპონელი მეცნიერი დოქტორი ტაკეო კანადე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ 2020 წლის კონფერენცია გახდება IT ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ექსპოს გარკვეული ელემენტები.