მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით აზერბაიჯანში გაემგზავრება სომხეთის დელეგაცია

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას აზერბაიჯანში დელეგაციის გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას მთავრობის ვებგვერდი www.e-gov.am ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე არმენ სიმონიანი, ამავე სამინისტროს საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის განყოფილების უფროსი არმან კარაპეტიანი და სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი პოლიტიკის და განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის მრჩეველი არტემ აზნაურიანი.

გადაწყვეტილების თანახმად, დელეგაცია აზერბაიჯანში იგზავნება  4-7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღონ ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მთავრობათაშორისი კომისიის მე -14 სხდომაში (TRASECA) და ამ სტრუქტურის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button