ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ალმასის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აბოვიანში დაესწრო ბრილიანტის ქარხნის ,,ADM Diamonds“- ის გახსნის ცერემონიალს. ამის შესახებ იტყობინება სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი.

კომპანიას აქვს 3600 კვადრატული მეტრი საწარმოო ფართი და 700 თანამშრომელი. დაახლოებით 3,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო პროექტის განხორციელებაში.  2020 წლისთვის იგეგმება ექსპორტის მოცულობის 100 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა საწარმო, გაეცნო ალმასის დამუშავების პროცესსა და სამომავლო გეგმებს. ნიკოლ ფაშინიანმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა უზრუნველყოს შესაბამისი დახმარების გაწევა მისი ინსტრუმენტების ფარგლებში.

კომპანია მუშაობს საკუთარი ნედლეულის საფუძველზე, ინდოეთის გამოცდილების გამოყენებით, რომელიც საშუალებას აძლევს ალმასის დაწახნაგების პროცესი განხორციელდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ნახეთ მეტი
Back to top button