პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი საფრთხეს ხედავს თურქეთის პოლიტიკასა და მოქმედებაში

სომხეთი იცავს თავის პოზიციას და მზადაა თურქეთთან ურთიერთობის დასამყარებლად წინაპირობის გარეშე, მაგრამ თურქული მხარიდან შეინიშნება  სრულიად სხვა მიმართულებით მართული პოლიტიკა. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, პასუხი გასცა რა შეკითხვაზე, არის თუ არა რაიმე ცვლილებები სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში ამჟამინდელ სომხეთის მთავრობაში.
”ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ურთიერთობებისთვის წინაპირობების გარეშე, მაგრამ ამას ორი მხარე სჭირდება, ხოლო მეორე მხარის პოლიტიკა მუშაობს სრულიად განსხვავებული მიმართულებით. თურქეთის საფრთხე გამოიხატება მისი პოლიტიკით, მოქმედებებითა და რიტორიკით”,- აღნიშნა მნაცაკანიანმა.

მინისტრმა შენიშნა, რომ ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება – სომხეთის მუდმივი ბლოკადა, ურთიერთობების დამყარების სურვილი ან რაიმე ნაბიჯის გადადგმის არარსებობა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში აზერბაიჯანისთვის უპირობო სამხედრო მხარდაჭერა, სომხეთისთვის საფრთხის შემცველია. თურქეთის მხრიდან საფრთხე გამომდინარეობს მისი პოლიტიკიდან, მოქმედებებისა და რიტორიკისგან.
ციურიხის ოქმებთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ოქმები უარყო თავად თურქეთმა, ხოლო საკუთარი ხელმოწერების დაცვა თავად თურქეთმა ვერ შეძლო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოხდა ყველას თვალწინ, არა თუ ასი წლის წინ. საერთაშორისო საზოგადოებაც ასევე შეესწრო ამ მოვლენებს.

ნახეთ მეტი
Back to top button