მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ საერთაშორისო და რეგიონალური დღის წესრიგის საკითხებს

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზოჰრაბ მნაცაკანიანმა  მიიღო   იორდანიის ჰაშიმიანური  სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადი ს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთში.

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობას და სხვადასხვა დონეზე კონტაქტებისა და დიალოგის გააქტიურებას.

თანამშრომლობის პერსპექტივების კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში.

მნაცაკანიანმა  ასევე ხაზი გაუსვა ერევანსა და ამანს შორის პირდაპირი ფრენების დამყარების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონალური დღის წესრიგის საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button