მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია იორდანიასთან ურთიერთობების განვითარებით სხვადასხვა სფეროში: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრი აიმან ალ საფადი.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია იორდანიასთან ურთიერთობის განვითარებით სხვადასხვა სფეროში. პრემიერ მინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიაქცია ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ცალკეულ სექტორებში ერთობლივი საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში.

აიმან ალ საფადიმ დასძინა, რომ მისი ქვეყანა ასევე მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას.

თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მხარეებმა ყურადღება მიაქციეს მაღალი დონის ურთიერთობების ორგანიზებას, ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვას. ნიკოლ ფაშინიანი და აიმან ალ საფადი ასევე შეეხნენ  რეგიონალურ საკითხებს, ხაზი გაესვა  სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას

ნახეთ მეტი
Back to top button