იენს სტოლტენბერგი: საქართველო ახლა უფრო ახლოსაა ნატოსთან ვიდრე ოდესმე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, ძალაში რჩება. მან ეს აზრი გამოთქვა, როცა მან პასუხი გასცა შეკითხვას ნატოს კონფერენციისას.
იენს სტოლტენბერგს არ აქვს მითითებული თარიღი ნატოში შესვლის შესახებ და ამბობს, რომ ნატო ორიენტირებულია საქართველოსა და უკრაინს ა დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. წინ წაწევის საკითხში. 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე, ნატო-მ გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ ნატოს წევრები. მე პირადად ვესპრებოდი ამ სამიტს. დაპირება, რომელიც გაკეთდა ბუქარესტში, ძალაში რჩება. ამავე დროს, ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ეხება რეფორმების ჩატარებას და უსაფრთხოების ინსტიტუციების მოდერნიზაციას. ახლა საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გვაქვს სასწავლო ცენტრი თბილისის გარეუბანში. ჩვენ ვატარებთ ფართომასშტაბია წვრთნებს. გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური კონტაქტები. არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავი საქართველოში, ასევე იყვნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებიც, ჩვენც ჩავედით უკრაინაშიც. ამრიგად, ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან, ვეხმარებით საქართველოს და უკრაინას ნატოსთან დაახლოებში და ამას ვაკეთებთ თანამშრომლობის გზით, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს ასევე კარგია ნატოსთვის, რადგანაც საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, მაგალითად ავღანეთში, ”- თქვა იენს სტოლტენბერგმა.