პოლიტიკა

ლიტვის პრეზიდენტი თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს

მოვა დრო და თურქეთი აღიარებს სომეხთა გენოციდს. ამის შესახებ ჟურნალ  Delfi-ის კორესპოდენტ  ვლადიმირას ლაუჩიუსთან   საუბარში განაცხადა  ლიტვის პრეზიდენტმა გიტანს  ნაუსედამ .

როგორც „არმენპრესი“ გვაცნობებს   „თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარება, ვფიქრობ, დროის საკითხია და ერთ დღეს ეს მოხდება. ეს შეიძლება არ მოხდეს ძალიან მალე, უფრო მეტიც, ძნელია იმის მოლოდინი, რომ ეს მომდევნო ხუთი ან ათი წლის განმავლობაში მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის აღიარებული იქნება ამა თუ ი8მ გზით,  რადგანაც ეს ფაქტია“,-  თქვა ნაუსედამ.

ნახეთ მეტი
Back to top button