სერჟ სარგსიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების შედეგად მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლით ( დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობა) და 179-ე მუხლით (დიდი ოდენობით გაფლანგვა) გათვალისწინებული საზოგადოებისათვის საშიში ქმედებების ჩადენაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ირკვევა, რომ სერჟ სარგსიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად არჩეულ იქნა ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ.
ოფიციალური ცნობის თანახმად, 2013 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 7 თებერვლამდე დროის მონაკვეთში სერჟ სარგსიანმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად სახელმწიფოსაგან მიითვისა დიდი ოდენობით თანხა – 489160310 სრ დრამი.