ეკონომიკა

,,ჭკვიანური გადაწყვეტილებებისადმი“ მიძღვნილი სილიკონის მთების კონფერენციამ ერევანში გააერთიანა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები

ერევანში სტარტი აიღო ორდღიანმა კონფერენციამ ,,სილიკონის მთებმა“, რომელიც  ეძღვნება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში “ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს” და უახლოეს წლებში მსოფლიო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ იტყობინება “რადიოლური”.

კონფერენციის ფარგლებში, სომხურმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებმა და მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა სომეხ ბიზნესმენებს, საზოგადოებრივ სექტორს წარმოუდგინეს და მათთან ერთად იმსჯელეს  მომავალი წლების გამოწვევებთან, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამომავლო მიმართულებებთან, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

,,სილიკონის მთების“ ტექნოლოგიის კონფერენციის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ სრ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი და მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი.
მისასალმებელ სიტყვაში, პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ტექნოლოგიის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ძალისხმევებს. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი, ახალი ტექნოლოგიები, სამანქანო სწავლება, მათემატიკური მოდელირება სომხეთისთვის წარმოადგენს აბსოლუტურად პრიორიტეტულ მიმართულებებს.

ჰაკობ არშაკიანმა აღნიშნა, რომ 2019 წელი სომხეთისთვის ტექნოლოგიური წელი იყო.
”ჩვენ ვგეგმავთ სომხეთის რეგიონულ ცენტრად გადაქცევას. სომხური ვირტუალური ხიდის პროექტი მიზნად ისახავს სომხეთის დაკავშირებას სხვა ცენტრებთან, მაგალითად, სილიკონის ველთან. ჩვენ ვგეგმავთ იქ  ჩვენი ტერიტორიის ქონას, სადაც სომეხ ინჟინრებსა და მეწარმეებს შეეძლებათ გარკვეული დროის განმავლობაში იცხოვრონ, ისწავლონ, ჰქონდეთ თავიანთი ოფისი და დაგეგმონ პროექტები”,- აღნიშნა მინისტრმა.
დღევანდელი B2B შეხვედრები მიმართული იქნება ეკონომიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიების “ჭკვიანური გადაწყვეტილებების” პრაქტიკულ გამოყენებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close